Tuesday, May 26, 2015

სვეტიცხოველი

სვეტიცხოველი - ქართული კულტურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლი გამოირჩევა არა მხოლოდ თავისი მხატვრული ღირსებით, დიდებულებით და ჰარმონიულობით, არამედ იმ განსაკუთრებული როლითაც, რომელიც მან ქართველი ერის ისტორიაში შეასრულა.
სვეტიცხოვლის ისტორია განუყოფელია საქართველოს გმირული წარსულისაგან. ტაძრის პირველი ნაგებობის მშენებლობა უკავშირდება ქართლის სამეფოს მიერ ქრისტიანობის მიღებას, ფეოდალიზმის ჩასახვის პირველსავე ხანებს. შემდგომში არაერთხელ შემუსვრილა მტერთა გამანადგურებელი შემოსევების შედეგად, არაერთ დამპყრობელს უცდია მისი აღგვა პირისაგან მიწისა, მაგრამ ჩვენი წინაპრების ურყევი ნებისყოფის, შემოქმედებითი ენერგიის და სულიერი სიდიადის მეოხებით კვლავაც აღმდგარა ძველი დიდებულებით, ამით სვეტიცხოველი ჩვენი სამშობლოს სასიცოცხლო ძალის, მისი გაუტეხლობის სიმბოლოს განასახიერებდა. 

No comments:

Post a Comment